25 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება

მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.

კანონპროექტის ინიციატორის, დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით, პარლამენტი გარკვეული სახის დათმობაზე წავიდა, რათა ეტაპობრივად მოხდეს თამბაქოს ინდუსტრიის გადასტრუქტურირება.

გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში დანაკარგი ნაკლები იქნება.

„ჩვენ ვუწევთ ანგარიშს ვადებთან დაკავშირებით მთავრობის მოთხოვნებს და არაპირდაპირ თამბაქოს ინდუსტრიის მოთხოვნებს, რომ მათ მივცეთ უფრო მეტი ვადა იმისთვის, რომ გადასტრუქტურდეს სარეკლამო საქმიანობა და სხვა, რომ დანაკარგები იყოს რაც შეიძლება ნაკლები,“ - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ.

თამბაქოს კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს ევროპული საქართველოც. თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებისას ხისტმა მოქმედებებმა ბიზნეს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

„კონტროლი არის  მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ საშუალო და მცირე ბიზნესს მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. აბსოლუტური აკრძალვები მოკლე ვადაში იქნება კონტრპროდუქტიული და არ მოიტანს იმ შედეგს, რომელიც უნდა მოიტანოს ამ კანონმა,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.  

დღის ამბები