02 მაისი 2024,   00:18
ვრცლად
"თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაიხსნება" - გიორგი კვირიკაშვილი კონგრესმენების წერილზე

„დარწმუნებული ვარ, ამერიკა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მომავალი 25 წლის განვითარების პერსპექტივაშიც,“ - ასე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კონგრესმენების საქართველოს მიმართ მხარდამჭერ წერილს, რომლითაც მათ აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება.

„სულ ცოტა ხანში, ვფიქრობ, ამ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაიხსნება, გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტის კიდევ უფრო ხაზგასმიდან,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები