19 იანვარი 2020,   02:48
ვრცლად
რუსთაველზე პარლამენტის წინ დაკავებულმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო

დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს ერთ-ერთმა დაკავებულმა, მამუკა ტუსკაძემ შიმშილობა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები დღეს ძველი პარლამენტის შენობის წინ, საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

მათი მხარდამჭერები ამ წუთებშიც თბილისის პოლიციის პოლიციის მთავარ დეპარტამენტთან იმყოფებიან. დაკავებულებთან შესულია საიას წარმომადგენელი. დაკავებულთა სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

დღის ამბები