04 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
რევაზ ნადოის კანდიდატურა იუსტიციის საბჭომ კენჭისყრაზე ჩააგდო

გახმაურებული საქმეების პროკურორი, რევაზ ნადოი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არცერთ ვაკანტურ ადგილზე არ დაამტკიცა. მან გასაუბრება 2 მაისს გაიარა, დღეს კი კენჭისყრაზე მისი კანდიდატურა ჩავარდა.

რევაზ ნადოის საბუთები სააპელაციო, სისხლისა და დაგამოძიებო პალატებში ჰქონდა შეტანილი.

რევაზ ნადოი რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორი იყო საქალაქო სასამართლოში. ის იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, ბაჩო ახალაიას რამდენიმე საქმის, მათ შორის. სერგო თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეების. პროკურორი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს განიხილავს.  39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.

 

დღის ამბები