19 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
უკრაინაში შეტაკებების დროს ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ქართველმა მებრძოლებმა აცნობეს.

 

როგორც დავით მაყიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პრო რუსმა სეპარატისტებმა ანტი ტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ. ამის გამო რუსთავი 2 მის ვინაობას არ ასახელებს. 

 

 

დღის ამბები