26 დეკემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მუსლიმი თემისთვის" - არასამთავრობოები სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ

ბათუმსა და მოხეში მუსლიმ თემთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო სექტორი ეხმაურება. არასამთავრობოები იმ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან, რომლის მიხედვითაც ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ახალი მეჩეთი აღარ აშენდება და ასევე მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ და მუსლიმ მრევლს შორის სადავო შენობა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უნდა გადაეცეს, რაც მუსლიმი თემისთვის მიუღებელია.

არასამთავრობოები დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის ეკა ჭითანავას თქმით, ეს არის მექანიზმი პრობლემის გასაყინად.

“კომისიას არ შეუსწავლია წარმომავლობის საკითხები, არანაირი ისტორიული დოკუმენტები, არ უმსჯელია საერთოდ ამ საკითხზე და თავიდანვე იყო შექმნილი გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო კომისიამ. ეს არის უბრალოდ მექანიზმი იმისთვის, რომ პრობლემა გაყინო, რომ წაართვა ქონება ისტორიულ მესაკუთრეს,“ - განაცხადა ჭითანავამ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო -პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძის თქმით, გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებულ მუსლიმ თემთან დაკავშირებით, აჩვენებს სისტემურ პოლიტიკას.

“გუშინ ორი ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მუსლიმი თემისთვის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმის და მოხის კომისიის გადაწყვეტილება, მთლიანობაში აჩვენებს სისტემურ პოლიტიკას, სისტემურ დისკრიმინაციას მუსლიმი თემის მიმართ“ - აღნიშნა მიქელაძემ.

 

დღის ამბები