კახეთის 7 რაიონის გამგებლის ორი წლის გეგმის მიხედვით, გამგებლებმა საზღვარგარეთ 41-ჯერ იმოგზაურეს. საინფორმაციო ცენტრების ქსელის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობის პირების საზღვარგარეთული მოგზაურობების მიზანი უცხო ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება იყო, თუმცა, ცენტრის მტკიცებით, კონკრეტული შედეგების დასახელებას მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ.
ახმეტის გამგებელი, რომელიც, კვლევის თანახმად, ლიდერობს რეგიონში ვიზიტებისა და მათზე დახარჯული თანხის ოდენობით, საინფორმაციო ცენტრების ქსელი ტყუილში დაადანაშაულა. დედოფლისწყაროს გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ვიზიტები პოლონეთსა და შვეიცარიაში 9 ათასამდე ლარი დაჯდა ბიუჯეტიდან.
გამგებლებისა და მათი ახლობლების პირად სარგებელს უკავშირებენ საზღვარგარეთულ ვიზიტებს ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.
მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერც ადგილობრივები ამჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ თანხა არსებობისთვის უფრო საჭირო მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა მონაცემები ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეულების შესახებაც გამოაქვეყნა. ვიზიტებზე დახარჯული თანხა ათასობით ლარია.
ავტორი: ია გულიაშვილი