25 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
31%-ს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება - NDI

NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი ცნობილია. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. აქცენტი ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებზე გაკეთდა.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო - 31%-ს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცველბა, 29 პროცენტის აზრით, საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 18% მიიჩნევს, საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 13% კი თვლის, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

დღის ამბები