საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას 47% ემხრობა - ამის შესახებ ნათქვამია NDI-კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - როგორ ფიქრობთ უნდა შევინარჩუნოთ თუ არა პარლამენტში მაჟორიტარი კანდიდატები ?
47%-მა უპასუხა - დიახ, 28%-მა კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 24%-მა განაცხადა, რომ არ იცის.
საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გახდა ცნობილი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შედეგები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა. აქცენტი ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებზე გაკეთდა.