გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ კვლევაში ნათქვამია, რომ კითხვაზე პასუხს - პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლება, (მაგალითად საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა) მხოლოდ გამოკითხულთა 9% დაეთანხმა.
არცერთს არ ეთანხმება 2%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 4%-ს.