ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეიდან 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საქმის არსებითი განხილვა იწყება. 8 ადამიანს გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. არ არის გამორიცხული, სხდომაზე მოწმეების დაკითხვა მოხდეს და ნაჩვენები იყოს ვიდეო მტკიცებულებებიც.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ. რაც შეეხება, ამავე საკითხთან დაკავშირებულ სხვა პირებს, მათი სასამართლო პროცესი 19 მაისს არის ჩანიშნული.
ბათუმის მოვლენებზე სულ 20 პირია დაკავებული, აქედან, ერთი არასრულწლოვანია. ორს - მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას გამოძიება აქციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.