23 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
სოფელ შინდისში სავარაუდოდ გაზის გაჟონვით 37 წლის ქალი გარდაიცვალა

გორის რაიონის სოფელ შინდისში უბედური შემთხვევა მოხდა. 37 წლის ქალბატონი სავარაუდოდ გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი ოჯახის წევრებმა ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა გაჟონვა შესაძლოა წყლის გამაცხელებლის გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია. დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

დღის ამბები