19 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
"თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, მიკერძოებული, თაღლითები" - ოთარ ფარცხალაძე "რუსთავი 2"-ს მიმართავს

„ნუ მეხები! რუსთავი 2-ს არ გაგცემთ პასუხს,“ - ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, რუსთავი 2-ის მისამართით გააკეთა.

მან კომენტარის გაკეთებაზე სასტიკი უარი განაცხადა და ტელეკომპანია მიკერძოებულობასა და თაღლითობაში დაადანაშაულა.

„თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, მიკერძოებული, თაღლითები,“ - განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძის მიერ, საქართველოს მთავარ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე შესაძლო თავდასხმის შემდეგ, პოსტსკრიპტუმმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემული მილიონობით ქონების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები