28 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, გელა მიქაძე, ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომპანია რაკიას ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელობას გაერთიანებული საემიროების სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

კომპანიის ხელმძღვანელი პირები ხატერ მასაადი და გელა მიქაძე იყვნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასაადმა და მიქაძემ კომპანიას მითვისებული თანხა უნდა დაუბრუნონ. ხატერ მასაადს 12 მილიონ 800 ათასი დოლარის, მიქაძეს და ჯანაშიას კი 4 მილიონ 4 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა.

საქმე ფოთის პორტსა და კომპანია რაისტარ ტრეიდს შორის შეთანხმების გაფორმებას და შემდეგ მის ანულირებას ეხება.

მასაადი ჯიდას აეროპორტში შარშან სექტემბერში დააკავეს, ის საუდის არაბეთიდან საემიროებში ექსტრადირებას ელოდება.

გაერთიანებული საემიროების ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არც გელა მიქაძის პარტიაში აქვთ.

კომპანია რაკია ჰოლდინგში აცხადებენ, რომ დავა აღნიშნულ საკითხზე, დაახლოებით, 6 წელია, მიმდინარეობს.

დღის ამბები