ძლიერი სეტყვა კახეთში. სტიქიამ სიღნაღის რაიონის სამ სოფელს - ჯუგაანს, ბოდბისხევსა და ტიბაანს გადაუარა. განსაკუთრებით რთული ვითარება ტიბაანშია. დასეტყვილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული, ვენახები.
სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა სოფელ ჯუგაანში მდებარე ელექტრო ქვესადგურიც, რის გამოც სამი სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ზარალის ოდენობა მოგვიანებით დადგინდება.