17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია სუს-თან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

ჟურნალისტის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ისინი აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას აპროტესტებენ და სუს-ისგან განმარტებებს ითხოვენ. 

აფგან მუხთარლის გუშინ ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთი - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა დაემატა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ორი დღის წინ  დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.

დღის ამბები