17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
2016 წელს საქართველოში 0-დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა - ომბუდსმენის ანგარიში

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა წარადგინა ანგარიში, რომელშიც ყურადღება ბავშვთა უფლებებზე და მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არის გამახვილებული.

უჩა ნანუაშვილმა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებელზეც ისაუბრა. გასულ წელს, საქართველოში 0-დან 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა.

„ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია და ჩვენ ამის კონკრეტული ფაქტები გვაქვს ანგარიშში ასახული. ბავშვთა სიღარიბე ასევე ერთ-ერთ მნიშნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით შეხვედრას, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსიქოლოგები ამ დრომდე განაგრძობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები