22 დეკემბერი 2024,   14:39
ვრცლად
აფგან მუხთარლის გაუჩინარება თბილისიდან - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

აფგან მუხთარლის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მისი მეუღლის ინფორმაციით, რომელიც მას აზერბაიჯანელმა ადვოკატმა მიაწოდა, ჟურნალისტს სახლში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, საიდან ჩამოსვლის შემდეგაც ჭონქაძის ქუჩაზე ქართულად მოლაპარაკე ორი ადამიანი დაესხა თავს და გაიტაცეს.

ოჯახის ქართველი ადვოკატის თქმით, ამ ქუჩაზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და ითხოვს ჩანაწერების ამოღებას. არჩილ ჩოფიკაშვილმა უკვე მიმართა ამ წინადადებით საგამოძიებო ორგანოს.

"აფგან მუხთარლის ადვოკატისგან შევიტყვეთ, რომ მისი გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ და მხოლოდ მანქანის შეცვლის შემდეგ გადასცეს ის აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებს. შევისწავლეთ შესაძლო მარშრუტი, რომელითაც ის სახლში ბრუნდებოდა. აქ ყველგან კამერებია დამონტაჟებული და შესაძლებელია მომხდარის უფრო მეტო დეტალის მოძიება. მაგრამ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეს, თითქოს ისინი არაფერ შუაში არიან, რადგან შეთანხმება აქვთ აზერბაიჯანის მთავრობასთან. აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს და პასუხისმგებლობა ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ეკისრებათ. ჩვენ პარალელურად ჟურნალისტურ გამოძიებასაც ჩავატარებთ," - აცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანელმა ადვოკატმა კი, უკვე გაასაჩივრა ჟურნალისტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.

დღის ამბები