18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ, კონკრეტულ მაღალჩინოსანზეა ზეწოლა და მოხდეს გამოძება - უჩა ნანუაშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე

ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ, რომ არის ძალადობის ფაქტი, კონკრეტულ მაღალჩინოსანზე არის ზეწოლა და მოხდეს გამოძება - ეს განცხადება, სახალხო დამცველმა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას გააკეთა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ არა ერთი მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს რამდენიმე კვირის წინ ელ ცენტროში მომხდარი ინციდენტი ამ დრომდე არ გამოუძიებიათ.

უჩა ნანუაშვილის თქმით, საქმეზე არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, თუმცა საზოგადოება პასუხებს ვერ იღებს, რაც მისივე განცხადებით, სერიოზული პრობლემაა. 

„რეალურად, როცა არ ხდება გამოძიება, სწორედ ეს არის პრობლემა, თორემ ის, რომ თვის განმავლობაში ჩვენც არა ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამასთან დაკავშრებით ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და დღემდე ბევრ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, ეს თავისთავად უკვე პრობლემაა სახელმწიფოში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აუდიტის სამსხურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდიას მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა.

ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ბრალდებებს უარყოფს. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები