19 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
ომბუდსმენმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

სახალხო დამცველმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. მთავარი საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესსაა და საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა.

„თუნდაც შრომით უფლებებთან დაკავშირებით ის ჩანაწერი, რომელზეც ჩვენ ვითხოვთ, თუნდაც, სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, თუნდაც, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები. ვფიქრობ, არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ გარკვეული მოსაზრებები გვქონდა, ის, რომ თუნდაც, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თავში გარკვეული სტანდარტები შეიძლება შემცირებულია, ეს ძირითადად სოციალურ უფლებებს ეხება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რატომ აპირებს ხელისუფლება კონსტიტუციის პროექტის ფორსირებულ რეჟიმში დამტკიცებას.

„პრაქტიკულად, საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არც სახალხო დამცველმა არ დაუჭირა კონსტიტუციის პროექტს მხარი, შესაბამისად, ვიღებთ დოკუმენტს ისე, რომ მასზე არის მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა. შეუძლებელია, დემოკრატიის პირობებში, ასეთი ტიპის დოკუმენტს ვუწოდოთ კონსტიტუცია,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

დღის ამბები