18 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
პატრიარქის ქორეპისკოპოსი ჟურნალისტებს ეკლესიაზე შეტევაში ადანაშაულებს

პატრიარქის ქორეპისკოპოსი ჟურნალისტებს ეკლესიაზე შეტევაში ადანაშაულებს. მეუფე იაკობმა ჟურნალისტების საქმიანობა ნინოობის დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ქადაგებისას გააკრიტიკა. სასულიერო პირი ჟურანლისტებს მოუწოდებს არ ჩაერიონ საეკლესიო საკითხებში და შიდა პრობლემების მოგვარება მათ მიანდონ.

”ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, იმაშიც ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას და რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, თორემ იცით სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს, რაც არ უნდა ტელევიზიებით  გამოვიდეთ. ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არ ვართ რომ გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ. ღმერთმა დაგლოცოთ და ძალიან გამიხარდება რომ ასეთი პროფესიონალები როგორებიც ხართ თუ საუკეთესო ტელევიზიასაც შექმნით,  ყველა არხს გიყურებთ, ჩვენები ხართ, ქართველები ხართ და ის განწყობა არ მაქვს, რომელიმე ამისია, რომელიმე იმისია”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები