22 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
მუხთარლის საქმე - ევროპული საქართველო შს მინისტრსა და სუს-ის უფროსს პარლამენტში იბარებს

ევროპული საქართველო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრსა და სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს.

საპარლამენტო ოპოზიცია უშუალოდ უწყების ხელმძღვანელისგან ითხოვს ყველა კითხვაზე პასუხს. ევროპული საქართველო ასევე ითხოვს ვიდეომასალების გასაჯაროებას.

„ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ კითხვებს პასუხი გასცენ იმიტომ, რომ, თუ ეს გაუვიდა ამ ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე, პოლიტიკოსი ხელს ვაწერთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები