18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
გიორგი ბადაშვილი შესაძლოა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახდეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი შესაძლოა, მთავარი პროკურორის მოადგილე გახდეს.  

კურიერის  ინფორმაციით, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცოტა ხანში გაკეთდება.

უკვე დაანონსებულია, რომ გიორგი ბადაშვილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს გააკეთებს განცხადებას.

გიორგი ბადაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრამდე მუშაობდა.  

დღის ამბები