17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
ჩვენი რჩევაა გაითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - ბრიჯიტ ბრინქი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯით ბრინქი საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს.

განცხადება ბრიჯით ბრინქმა კურიერთან საუბრისას გააკეთა.

„მქონდა პატივი რამდენიმე კვირის წინ ჩაგვეტარებინა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ქართველ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებთან, მთავრობის სხვა წევრებთან და რაც მართლაც მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციასთან. გვქონდა გულახდილი, ღია და პოზიტიური მოლაპარაკებები იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას წარმატება, რომლის გაგრძელება აუცილებელია.

დამოუკიდებელი სასამართლო მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის და ეკონომიკური ინვესტიციებისთვის. პლურალისტური მედია გარემო, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი ინსტიტუტები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ნაწილს ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საკონსტიტუციო რეფორმა მთავარი საკითხია, რომელიც ამ დროისთვის პარლამენტის წინაშე დგას. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს, თუმცა ჩვენი რჩევაა გაითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები,”-განაცხადა ბრიჯით ბრინქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები