17 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
შემოთავაზებული ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების სისტემას გამოშიგნავს - დავით რაქვიაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

„მთლიანობაში შემოთავაზებული ცვლილებები, ფაქტობრივად, ეროვნული უსაფრთხოების სისტემას გამოშიგნავს, არქიტექტურას ასუსტებს,“- ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

დღეს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

„ეს არის როგორც უშიშროების საბჭო, როგორც მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო, სამოქალაქო დემოკრატიის კონტროლის საკითხები, ფიქტიური მთავარსარდალი, მთლიანად ცვლილებები ერთიან ბმაშია და ამ ბმის ერთობლიობა გვაძლევს შესუსტებულ თავდაცვისუნარიანობას. შემოთავაზებული ცვლილებები არ ეყრდნობა არსებულ გამოწვევებს, არ ითვალისწინებს ოკუპაციას, არც იმ ფაქტს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის ფედერაცია არ იღებს ცეცხლის გამოყენების შესახებ ვალდებულებას,“- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

დღის ამბები