17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინჭებასთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო

საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს მომავალში მოუწევს ოფიციალური პასუხის გაცემა კითხვაზე, არის თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი პოლიტიკური დევნილი. თუმცა იუსტიციის მინისტრი ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს. თეა წულუკიანმა ჟურნალისტების მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა. ის შეკითხვის დასმასაც არ დაელოდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინჭებასთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო. ეს პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პერიოდში სახელმწიფო ვერ გადასცემს ჩაბუქს თურქეთს. ამის შესახევ განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გააკეთა.  

„შესწავლა გულისხმობს შემდეგს, რამდენად შეესაბამება მის მიერ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა საერთაშორისო კონვენციას, საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე საქართველოს კანონმდებლობას. ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამისთვის საჭიროა, მისმა ადვოკატებმა წარმოადგინოს ის საბუთები, რომელიც ცხადყოფს, რამდენად ჯდება კონვენციის დაფარვის ქვეშ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძემ.

„სამართლებრივად როგორც მისცემს საშუალებას ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს და იუსტიციის სამინისტროს, აქედან გამომდინარე გამოიტანენ დასკვნას,“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები