22 დეკემბერი 2024,   14:02
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ორი მოქალაქე გაიტაცეს

საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ქერეს განაპირას მოხდა, რომელიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

თვითმხილველების თქმით, ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი ღვთისმშობლის ეკლესიაში იყვნენ წასული.

ორივე მათგანს, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენებენ ბრალს. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. 

დღის ამბები