22 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ვფიქრობთ, ჩვენი მიდგომა სწორია - მდინარაძე ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ჩანაწერის კრიტიკას ეხმაურება  

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება, მმართველი გუნდი ეხმაურება. ვენეციის კომისია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ ჩანაწერ არსებული რისკებიდან გამომდინარე გაკეთდა.

მდინარაძე განმარტავს, რომ ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია გასათავლისწინებლად სავალდებულო არ არის, თუმცა, მისივე თქმით, კონსულტაციები  კომისიის ექსპერტებთან გაგრძელდება.

„ეს გამოწვეული იყო გარკვეული რისკებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში საარჩევნო პროცესის ჩაშლისკენაც შეიძლება იყოს მიმართული. თუმცა, ვენეციის კომისიამ ამაზე რეკომენდაცია გააკეთა, თუმცა არასავალდებულო, ამ შემთხვევაში, რომ იქნებ, შეზღუდვა მოიხსნას. ეს არის სამსჯელო საკითხი, მათ შორის გასავლელი ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიდგომა არის სწორი," - ამბობს მდინარაძე. 

პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას შენიშვნებთან დაკავშირებით იურიდიული მოსაზრებები აქვს, რომელსაც ვენეციის ექსპერტებს წარუდგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები