18 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6918 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7057ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.

დღის ამბები