18 მაისი 2024,   22:51
ვრცლად
სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების კუთხით არის ჩიხში - ოპოზიციური პარტიები სასამართლო სისტემაზე

3 ოპოზიციური პარტია სასამართლო სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. პოლიტიკოსები მოითხოვენ, რომ შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა და არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ახდებს მართლმსაჯულების სისტემის უზურპაციას.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, გიორგი ტუღუში, სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს გამოყოფს.

„ჩვენ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ რეალურად სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების კუთხით არის ჩიხში,“ - აცხადებს კოტე ტუღუში.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია, სასამართლოში არსებულ დარღვევებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ დარღვევებს და მას ამის მაგალითად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს.

„დღეს გარკვეული ჯგუფები უკვე ხელთ იგდებენ სასამართლოს. ეს ხდება ქართული ოცნების პოლიტიკური ნების შედეგად,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

დღის ამბები