19 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
დავით ბაქრაძემ გუდამაყრის ქუჩაზე მცირე ბიზნესით დაკავებულ მოქალაქეებს ეკონომიკური ინიციატივები გააცნო

ევროპული საქართველოს ლიდერმა პარტიის ეკონომიკური ინიციატივები თბილისში, გუდამაყრის ქუჩაზე მცირე ბიზნესით დაკავებულ მოქალაქეებს გააცნო. დავით ბაქრაძე შეკრებილებს მეწარმეებისთვის ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ ესაუბრა.

გაერთიანების ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის მიხედვით, 100 000 ლარამდე წლიური ბრუნვის ბიზნესი ყველანაირი გადასახადიდან გათავისუფლდება.

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ასევე გაიზრდება დღგ-ის გადახდის მინიმალური ზღვარი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე.

დღის ამბები