15 მაისი 2024,   23:27
ვრცლად
კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას - კვირიკაშვილი პარლამენტს მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

პრემიერმინისტრი პარლამენტს მოუწოდებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზიის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა დაჩქარდეს.

ამ მოწოდებით გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს იმ განცხადებაში მიმართა, რითაც ის დაკავებული რეპერების საქმეს გამოეხმაურა.

მიმართვაში პრემიერი ამბობს, რომ "არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა" და რეპერების საქმეზე პროკურატურის მიერ საკითხის შესწავლას ელოდება.  

თუმცა, ის აქ იმასაც ამბობს, რომ "კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას" და პარლამენტს მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.       

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათ. ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება," - ამბობს გიორგი კვირკაშვილი. 

დღის ამბები