27 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ძლიერი წვიმა თბილისში - ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურში 400-ზე მეტი ზარი შევიდა

ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურში თბილისიდან 400-ზე მეტი ზარი შევიდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და მანქანები. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილი იყო ე.წ. ახალი გზა. დაგროვებული წყლის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.

ძლიერი წვიმის შედეგად წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

სეტყვამ დააზარალა გლდანისა და დიღმის რაიონში მცხოვრებლები, სადაც დაზიანებულია, როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ავტომობილები.

ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

 

დღის ამბები