19 მაისი 2024,   05:36
ვრცლად
ამ წუთებში ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრებს პროკურორი ესაუბრება - დაკავების მიზეზებზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

დაიწყება თუ არა გამოძიება ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავების რეალურ მიზეზებზე დღეს გახდება ცნობილი. ამ წუთებში გლდანის მე-8 დაწესებულებაში ბრალდებულ რეპერებთან პროკურორი და ადვოკატები იმყოფებიან. მიმდინაროებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის მუხლით ბრალდებული მუსიკოსების გამოკითხვა.

ამ დროისთვის პროკურატურამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო და სავარაუდოდ, გამოძიების მიზანი იქნება იმის დადგენა, თუ რა გახდა რეალურად მუსიკოსების დაკავების მიზეზი, მათ მიერ გადაღებული კლიპი, რომელშიც პოლიციელი ფიგურირებს, თუ მათ რეალურად ჰქონდათ ნარკოტიკული ნივთიერება.

„პროკურატურა დაინტერესდა იმ განცხადებებით, რაც ბრალდებულმა გააკეთა საჯაროდ და აღნიშნულ ფაქტთან, ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, რაზეც ბრალი აქვთ წაყენებული კითხვები აქვთ,“ - განაცხადა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ.

მისი ინფორმაციით, პროკურატურა მუსიკოსებს ამჟამად მოწმის სახით კითხავენ.

„დღევანდელი პროცედურა მოიცავს გასაუბრებას მგალობლიშვილთან და წებურიასთან, მიღებული ინფორმაციის შედეგად გადაწყდება გამოძიების საკითხი, რაც შეეხება დღევანდელ პროცედურას, ეს არის ფაქტების და გარემოებების დაზუსტება პროკურატურის მიერ, რაც უკავშირდება ბრალდებულების დაკავებას,“ - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

მისი განმარტებით, პოლიციელები ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ პროკურატურას კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მუსიკოსმა გიორგი ქებურიამ განცხადება გააკეთა, რომ რეპერები მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ კლიპში პოლიციელი ფიგურირებდა.

„გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე, ვინაიდან საქმის მასალებში ბატონმა გიორგი ქებურიამ პირდაპირ განაცხადა, რომ საქმე უკავშირდებოდა სწორედ იმ კლიპს, რომელშიც აღნიშნული პირი მონაწილეობდა და უფრო მეტიც, დაკავების დროს, მას ამის თაობაზე პირადად ამცნეს დამკავებელმა პოლიციელებმა,“ - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები