18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება სამეგრელოში - გადაკეტილია წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი

ხმაურია ამ წუთებში სამეგრელოში. მოსახლეობას წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი. სოფელ საჩინოს მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად წალენჯიხის შესასვლელთან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ისინი აცხადებენ, რომ ორი წელია ხელისუფლებისგან გზის შეკეთებას ითხოვენ.

თუმცა, მათი თქმით, ხელისუფლება ყურადღებას ას არ აქცევს და აცხადებენ, რომ იძულებული გახდნენ გზა ჩაეკეტათ და ამ ფორმით მიექციათ ხელისუფლების ყურადღება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ისინი ჩაკეტილი გზის გახსნას ცდილობენ. სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი მოხდა, რა დროსაც პოლიცია ერთი პირის დაკავებას ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. 

პროტესტის ნიშნად სოფლის საბავშვო ბაღი და სკოლა ამავე მიზეზით გაიფიცა.

დღის ამბები