18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
"რესპუბლიკელები" ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის დაკავებულების სრულ ამნისტიას ითხოვენ

რესპუბლიკური პარტია ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე დაკავებულების სრულ ამნისტიას ითხოვს, ხოლო იმ პირებს კი, ვინც ნარკოტიკების გასაღებისთვის იხდიან სასჯელს, 1/3-ით შეუმცირდეთ სასჯელი. საკანონმდებლო წინადადებით პარტია პარლამენტს დღეს მიმართავს.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთავრობამ პოზიცია ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ შეცვალა.

„როგორც კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ბერა ივანიშვილის მხარდამჭერი წინადადება, მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა მთავრობამ და შეცვალა საკუთარი რიტორიკა. გაბედა თუ იძულებული გახდა, არ ვიცით, მაგრამ ამ საქმემ ძალიან ბევრი რამ გამოავლინა. პირველ რიგში, ის, რომ ნარკოტიკების ჩადება ისევ გამოიყენება, როგორც მეთოდი ადამიანის ცხოვრების განადგურების, მომავლის წართმევის. მეორე - ის, რომ ხელისუფლება იმართება კონკრეტული, ჩრდილში მყოფი ადამიანების ნების შესაბამისად. მთავრობის ვერცერთი წევრი ვერ ბედავს საკუთარი მოსაზრების გაჟღერებას, მანამ, სანამ მწვანე შუქი არ ექნება ანთებული იმ პირების მიერ, რომლებიც მთავრობას რელურად მართავენ,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

დღის ამბები