18 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
ოპოზიცია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

ოპოზიციის წევრები ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების დაკავებაზე კომენტარებს აკეთებენ. ნაციონალური მოძრაობა დაკავებული რეპერების გათავისუფლებას ითხოვს. პარტიაში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

„სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით ქართული ოცნების ხელისუფლება მზად არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან დიდი ხნით გაისტუმროს ციხეში. მეორეს მხრივ, პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ახდენს ამ მაფიოზურ კლანში წარჩინებული პირების მითითებების, ან ბერა ივანიშვილის Facebook-პოსტის მიხედვით. ნაციონალური მოძრაობა დაუყოვნებლივ მოითხოვს დაკავებული მომღერლების გათავისუფლებას და ყველა იმ ადამიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ სისტემურ დანაშაულში არიან ჩართულნი, ეს არის შს მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, მთავრი პროკურორი,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე საუბრობენ.

"კალაძეც, კვირიკაშვილიც, თურმე აღმოჩნდნენ ამ ადამიანების დამცველები, მაშინ, როდესაც მათი პოლიტიკური უმოქმედობა, ზოგ შემთხვევაში წახალისება პოლიციის ასეთი ქმედების, ხდება მთავარი წყარო იმ დანაშაულებრივი ქმედებისა, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკებს უდებენ, ეს უნდა აღიკვეთონ. ნარკოპოლიტიკა ცალკე თემაა, მაგრამ არ არის პირდაპირ კავშირში იმ თემასთან, რომელიც არის პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენა და იარაღის, ან ნარკოტიკის ჩადება. კვირიკაშვილმა და კალაძემ ჯობია გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და არ იკეკლუცონ საზოგადოების წინაშე ამ თემით,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები