18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ადეკვატურ ფასს იხდის - ლინას ლინკევიაჩუსი

„არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ადეკვატურ ფასს იხდის" - ეს განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიაჩუსმა კურიერი-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ლიტვის პირველმა დიპლომატმა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

ლინას ლინკევიაჩუსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კორდინირებული მუშაობა და არაღიარების პოლიტიკა, რომელიც მისივე განცხადებით, ფინანსურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას უნდა მოიცავდეს.

„არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ადეკვატურ ფასს იხდის, რადგან მისი პოლიტიკა გრძელდება. ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კოორდინირება მოვახდინოთ და არაღიარების პოლიტიკა გავაგრძელოთ. ეს პროცესი უნდა შეიცავდეს - ფინანსურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას. საოკუპაციო ხაზთან სწორედ იმიტომ წავედი, რომ ჩემი თვლით მენახა რა ხდება. ოსეთის მხარეს ხშირად ვყოფილვარ, აფხაზეთისკენ კი პირველად ვიყავი. როდესაც უყურებ დაკეტილ გამშვებ პუნქტებს, რომლებიც საზოგადოებას აერთინებდა, ძალიან სევდიანია. რეალურად ამით ხდება ხელშეშლა იმის, რომ ადამიანებმა ისარგებლონ იმ პოზიტივით, რაც ხდება საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს. ამიტომ, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ არაღიარების პოლიტიკის წარმოებისას,“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

დღის ამბები