18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მიხეილ მგალობლიშვილმა გარეპა. მან მედიასთან სასამართლო შენობის გარეთ მცირე კომენტარი გააკეთა. 

"მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა. სირცხვილი მათ, ვინც ამ ამბის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა," - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

სასამართლო პროცესზე კი რეპერმა, მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

მეორე რეპერის, გიორგი ქებურიას პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

პროკურატურის პოზიციით, ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. შეკითხვაზე - დაიკითხნენ თუ არა პოლიციელები, პროკურორის თქმით, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. 

„იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევები არ არინ, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდათ, მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის,“ - განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები