18 მაისი 2024,   22:10
ვრცლად
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს დამკვეთი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ განსხვავებული აზრის გამო დასაჯოს წესიერი მოქალაქე - ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ქვეყნის ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. პარტიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია დაკავებული რეპერები სასწრაფოდ გათავისუფლდნენ.

„უპირველესი ამოცანაა, რომ სასწრაფოდ გამოვიდნენ ბიჭები, გამოსვლა არ არის საქმის დამთავრება. მათ უნდა მოეხსნათ ყველანაირი აბსურდული ბრალდებები და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ის დამკვეთი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ასე დასაჯოს წესიერი მოქალაქე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.  

მმართველი პარტია კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით ახალ საკუთარ ინიციატივას ორ დღეში დაარეგისტრირებს. თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის იქნება პროექტი, უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები