19 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
ვენეციის კომისიის წევრებს გავაცნობ პრეზიდენტის პოზიციას - ანა დოლიძე

ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე დაესწრება. ის ვენეციის კომისიის წევრებს კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის პოზიციას გააცნობს. ვენეციაში კომისიის სხდომა 16 ივნისს გაიმართება და მასზე სპეციალისტები საქართველოს კონსტიტუციის პროექტს განიხილავენ.

„მივემგზავრები ვენეციაში ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად და პრეზიდენტის პოზიციის წარმოსადგენად და გავაცნობ მათ ჩვენს პოზიციას, რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და განსაკუთრებით, ცვლილებებში არის თუ არა გამოხატული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფასეულობა, გაწონასწორების მექანიზმები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დაცულობის მნიშვნელობა და ინტერესი. ის ყველა თემა, რომელზეც მანამდე პრეზიდენტი და ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები