20 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
ევროპარლამენტი დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სპეციალურ რეზოლუციას უყრის კენჭს

ევროპარლამენტი დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე სპეციალურ რეზოლუციას უყრის კენჭს. მისი სახელწოდებაა აფგან მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა, თუმცა 16 პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი გატაცებადაა შეფასებული.

მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება, რომელსაც ასევე დაესწრება მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა. როგორც მან კურიერთან განაცხადა, ის პარლამენტარებთანაც გეგმავს შეხვედრებს და ამ საქმეში საქართველოს ჩართულობაზეც აპირებს ისაუბროს.

"სტრასბურგში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ პარლამენტარებთან შეხვედრებს გავმართავ, დავესწრები პლენარულ სხდომას, თუმცა, არ ვიცი მექნება თუ არა სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. შეხდვედრების დროს აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს როლზეც გავამახვულებ ყურადღებას, რადგან ეს გატაცება საქართველოში მოხდა და პასუხისმგებლობა ქართულ მხარესაც ეკისრება. აფგან მუხთარლიმ ევროპარლამენტარებს მოუწოდა, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებზე ზეწოლის მექანიზმი გააძლიერონ. ჩვენ ევროპარლამენტისგან ამ საქმის კონტროლზე აყვანის მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის შესაძლებლობაზეც ვისაუბრებთ," - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ. 

დღის ამბები