19 მაისი 2024,   18:21
ვრცლად
ანა დოლიძე ვენეციის კომისიის წევრებს პრეზიდენტის პოზიციას პირადად გააცნობს

ვენეციის კომისიის პლენარულ სესიას ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაესწრება. ანა დოლიძე უკვე გაემზავრა ვენეციაში. ის ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდება და კომისიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის პოზიციას პირადად წარადგენს. საუბარი შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებათა პროექტს. 

ანა დოლიძე ისაუბრებს ყველა იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელსაც აუცილებლად მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ყურადღება გამახვილდება, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზეც.

"საკონსტიტუციო კომისიამ არ შექმნა ორპალატიანი პარლამენტი, იმ პირობებში, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია, დაუბალანსებელი ხდება ძალაუფლება პარლამენტში და ერთადერთი დამბალანსებელი რჩება სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი," - განაცხადა ანა დოლიძემ. 

 

დღის ამბები