19 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი - ინტერპარტიული ჯგუფი ვენეციის კომისიას მიმართავს 

ინტერპარტიული ჯგუფში შემავალი პოლიტიკური პარტიები, ვენეციის კომისიას კიდევ ერთი წერილით მიმართავენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია წერილში ყურადღებას საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე ამახვილებს, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება.

ინტერპარტიული ჯგუფი ვენეციის კომისიას ინფორმაციას, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებასთან დაკავშირებითაც მიაწვდის, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას, კომისიაში ერთის ნაცვლად ოთხი წევრის დანიშვნის უფლება ეძლევა.

ოპოზიციის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ინტერპარტიული ჯგუფის წერილში ასევე გაზიარებულია ის შეფასებები, რომლის შესახებაც საუბარია ვენეციის კომისიის დასკვნის პირველად ვერსიაში.

„ხელისუფლება თავიდან ბოლომდე თავის თავზე ირგებს საარჩევნო გარემოს. საკონსტიტუციო ცვლილებები არ იკმარა. ეს ნიშნავს მთლიანად მონოპოლიზირებას საარჩევნო სიტუაციის. ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ვენეციის კომისიაც, რათა ამ საკითხს მიეცეს ძალიან მკაცრი შეფასება,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

დღის ამბები