19 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
"ცენტრ პოინტის" საქმე - დაზარალებულები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ

საქალაქო სასამართლოსთან დაზარალებული მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი სასამართლოს შენობასთან ცენტრ პოინტის საქმეზე ჩანიშნული სასამართლო განხილვის გამო მივიდნენ. ე.წ. მაგნოლიას საქმეზე პროცესი დღეს უნდა გამართულიყო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი განგებ ჭიანურდება, რასაც, მათი თქმით, ხელს უწყობს მოსამართლეც. დაზარალებულები ასევე ზარალის ანაზღაურება. 

ცენტრ პოინტის საქმის მაგნოლიას ეპიზოდზე დაცვის მხარის მოწმეების დაიკითხვა მომდევნო კვირამდე გადაიდო. პარალელურად საპროცესო შეთანხმების შესრულების გეგმა გუკა რჩეულიშვილმა პროკურატურაში უკვე ჩააბარა და სახელმწიფო ბრალდებისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება. თუმცა, პროკურატურა ამ მოთხოვნას არ იზიარებს. საუბარია პროექტებზე და ინვესტორთა სიაზე, რომლებიც ცენტრ პოინტის დაზარალებულებს დააკმაყოფილებენ. 

 

დღის ამბები