19 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ვაჟა ფშაველას გამზირზე ჰომეოპათიური აფთიაქი გაქურდეს

ვაჟა ფშაველას გამზირზე ჰომეოპათიური აფთიაქი გაქურდეს. მძარცველებმა „ბიო მედიკას“ აფთიაქის სალაროდან 200 ლარი გამთენიისას წაიღეს. ამ წუთებში ადგილზე კრიმინალური პოლიცია არის მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

კურიერის კორესპონდენტის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კამერები დამონტაჟებული არ არის და ქურდობის ვიდეოჩანაწერი სავარაუდოდ, არ იქნება.

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ქურდობაში, უცნობია. როგორც აფთიაქის დირექტორი, გიორგი ობგაიძე აცხადებს, თანხა მხოლოდ სალაროდან არის გატანილი და სეიფი ხელუხლებელია.

დღის ამბები