20 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ლაფანყურის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა - ნუგზარ წიკლაური

ერთიან ნაციონალურ მოძრაობა ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე საუბრობს. პარტიის ლიდერები ქართულ ოცნების ხელისუფლებას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებენ.

ენმ-ში აცხადებენ, რომ ავსტრიაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკავებულმა მაგომედ იბრაგიმოვმა ჩვენებაში აღიარა, რომ მომხდარი რუსული სცენარით წარიმართა და თავადაც რუსული სპეც საპსახურების დავალებით მოქმედებდა.

ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ რუსულ სცენარს ასრულებდა ქართული ოცნებაც, როდესაც ყოფილი ხელისუფლება ლაფანყურის ინსცენირებაში დაადანაშაულა.

„იბრაგიმოვის ეს აღიარება თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ სპეცოპერაციის მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია მისი შეცვლის მიზნით. საგულისხმოა, რომ ქართული ოცნების პირველივე ნაბიჯები, პირველივე კომენტარები მიმართული იყო იქით, რომ ბრალი აერიდებინათ რუსეთის ხელისუფლებისთვის და პირიქით, დაედანაშაულებინათ ქართული მთავრობა. ქართულმა ოცნებამ ლაფანყურის ტრაგედია გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის უშიშროება და უსაფრთხოება,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დღის ამბები