19 მაისი 2024,   18:42
ვრცლად
ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგანგებო რეზოლუცია მიიღო. სტრასბგურგში გამართულ დებატებში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებისგან გატაცების ფაქტის დროულ გამოძიებას, აზერბაიჯანისგან კი მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ევროდეპუტატები აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

„ჩვენ და აზერბაიჯანს გვსურს ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა, მაგრამ არა ილუზია ამაზე. მხოლოდ კანონის უზენაესობა და თავისუფლების პატივისცემა მოგვცემს მყარი პოლიტიკური და გრძელვადიანი ურთიერთობების შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორობა სამწუხარო შედეგით დასრულდება. გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,“ - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.

 

დღის ამბები