19 მაისი 2024,   19:21
ვრცლად
ნეპოტიზმი სახელმწიფო უწყებებში - საჯარო სამსახურში 38 თანამდებობის პირის ოჯახის წევრია დასაქმებული

ახალი საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევაში საუბარია 38 თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმებაზე.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გამოიკვეთა მასშტაბური ნეპოტიზმი, რადგან მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები სხვადასხვა უწყებებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა.

პარტია შემდეგ ეტაპზე აპირებს გაარკვიოს თუ რა გამოცდილებით და როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები საჯარო სამსახურებში.

„38 თანამდებობის პირის ოჯახის წევრები, მეუღლე, და-ძმა, შვილი, დედა, მამა, დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამინისტროს სამსახურებში, ასევე სიპებში, აიპებში და ადგილობრივ თვითმმართველობებში. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს მასშტაბურ ნეპოტიზმთან,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები