06 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
გორის ცენტრში ქალაქის ვიცე-მერის ოჯახი დააყაჩაღეს

გორის ცენტრში ქალაქის ვიცე-მერის, გოგა რაზმაძის, ოჯახი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მძარცველი ვიცე-მერის სახლში შეიჭრა.

შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. ვიცე-მერის ოჯახში ამ დროს ძიძა იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახიდან წაღებულია ძვირფასეულობა და ფული. 

დღის ამბები